სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლემ სპორტულ შეჯიბრში წარმატება მოიპოვა
18-11-2019

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლემ სპორტულ შეჯიბრში წარმატება მოიპოვა.

ქუთაისში ჩატარდა შეჯიბრი „ქუთაისის ღია პირველობა მაგიდის ჩოგბურთში“, სადაც, საქართველოს მასშტაბით, 12 გუნდი  და 80 სპორტსმენი მონაწილეობდა. ამ ტურში სადმელის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე ანი მეტონიძე მონაწილეობდა, რომელმაც მინი კადეტებში პირველი ადგილი დაიკავა.

გამარჯვებულს სიგელი და ჯილდო გადაეცა. ანი მეტონიძის მწვრთნელი გივი თომაძეა.

სკოლა ულოცავს მოსწავლეს სპორტულ ღონისძიებაში მოპოვებულ წარმატებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203