გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
18-11-2019

გარდაბნის N3 საჯარო სკოლის მე-5 კლასში ჩატარდა ზეიმი სახელწოდებით - „შემოდგომის გაცილება“. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მე-5 კლასის დამრიგებელი საბინა გასიმოვა და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი მარინე ლობჟანიძე.

მოსწავლეებმა ზეიმის თემატიკის შესაბამისად მორთეს საკლასო ოთახი ხილის ხონჩებით, ძაფზე ასხმული ნიგვზით და თანატოლებთან ერთად,მხიარულად გააცილეს შემოდგომა ლექსებით, სიმღერებით, ცეკვით.

ზეიმის დასასრულს, პედაგოგმა, მარინე ლობჟანიძემ თათარა გააკეთა, მოსწავლეებმა კი ჩურჩხელები ამოავლეს. შემოდგომის გაცილების ზეიმი ლაღი, მხიარული და დადებითი ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203