ონის მუნიციპალიტეტის, უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა თემაზე სხვადასხვა პლაკატი შექმნეს, გააკეთეს პრეზენტაცია, იმსჯელეს, რას ნიშნავს ტოლერანტობა, კულტურა, პარალელები გაავლეს დღევანდელ და ძველ სამყაროს შორის.
დისკუსია ბავშვებისთვის საინტერესო და მრავლისმომცველი აღმოჩნდა.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.