აქუცის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია ბოლქვაძემ სტატუსი აიმაღლა
18-11-2019

ქედის მუნიციპალიტეტის აქუცის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა-მაია ბოლქვაძემ სტატუსი აიმაღლა და უფროსი მასწავლებელი გახდა.

დირექცია ულოცავს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს დამსახურებულ სტატუსს და წინსვლას უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, დაწინაურდეს და სტატუსის შესაბამისად, უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203