ჩხენიშის საჯარო სკოლის მასწავლებელმა შორენა ლეჟავამ კახური მეღვინეობა-მევენახეობის თემაზე პროექტი განახორციელა
18-11-2019
სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ჩხენიშის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, შორენა ლეჟავამ, მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად პროექტი - „კახეთის ტრადიციული საქმიანობა: მეღვინეობა-მევენახეობა“ განახორციელა.

მოსწავლეებმა კახეთის ტრადიციებზე, ღვინის წარმოების ტექნოლოგიებზე, რთველსა და ყურძნის ჯიშებზე ინფორმაცია შეაგროვეს, შექმნეს თემატური რუკა - „ქართული ღვინის გზა“, ასევე, დაამზადეს საინტერესო ბუკლეტები.

პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა ინსცენირებაც წარმოადგინეს.

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ პროექტში.

ჩხენიშის სკოლის დირექტორმა, სვეტლანა ტყვაცირიამ, მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მასწავლებელ შორენა ლეჟავას საინტერესო პროექტისთვის და მათ წარმატება უსურვა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203