თბილისის N30 საჯარო სკოლაში მათემატიკაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა
18-11-2019
თბილისის N30 საჯარო სკოლის II კლასში მათემატიკაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა.

კლასის დამრიგებელი ხათუნა მაიურაძეა, საგნის მასწავლებელი კი ნატო ხინთიბიძე გახლავთ. 

გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს. 

გაკვეთილს მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეების აქტიურობამ დამსწრე მასწავლებლები და მშობლები გაახარა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203