იყალთოს საჯარო სკოლაში თემაზე -„ნარჩენების მართვა“ პრეზენტაცია გაიმართა
18-11-2019

თელავის მუნიციპალიტეტში, იყალთოს საჯარო სკოლაში, ეკოკლუბისა და სამოქალაქო კლუბის თანამშრომლობის კუთხით,  ეკოკლუბ „იყალთოს“ ლიდერმა, ლიკა გარსევანიშვილმა მოაწყო პრეზენტაცია თემაზე - „ნარჩენების მართვა“.

ღონისძიებაზე, ძირითადად, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ნარჩენების მართვა და მისი მნიშვნელობა; საქართველოში არსებული რეგულაციები ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.

პრეზენტატორმა დამსწრე საზოგადოებას შეატყობინა, რომ  ეკოკლუბმა მოიგო პროექტი და 600$-იანი გრანტი, რაც გულისხმობს თემის დონეზე ჩართვას ნარჩენების მართვაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები, რომლებიც, პრეზენტაციის დასასრულს, დისკუსიაში ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203