აგარის საჯარო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის წევრები ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტში იმყოფებოდნენ
18-11-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის აგარის საჯარო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის - „ალმასის“ წევრები აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტში იმყოფებოდნენ.             

კლუბის წევრებმა დაათვალიერეს ქიმიური ლაბორატორიები და დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლების მეთვალყურეობით  ჩაატარეს სხვადასხვა ექსპერიმენტი.

„განსაკუთრებული სიყვარულითა და გულისხმიერებით გვიმასპინძლეს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ინგა ბოჭოიძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ციცინო თურქაძემ.

მადლობა კაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს მასპინძლობისათვის.

ეს დღე მეტად ნაყოფიერი იყო ჩემი მოსწავლეებისათვის“,-ნათქვამია სკოლის განცხადებში.

იხილეთ ფოტოები  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203