
შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის ცხმორისის საჯარო სკოლაში ჩატარდა სახვითი ხელოვნების კონკურსი - ფერწერული ნახატი „თავისუფალი თემით“.
კონკურსში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ. მათ ულამაზესი ნამუშევრები შექმნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მაღალი შეფასებები მიიღეს. სამი მოსწავლე გადასულია მეორე ტურში. მეორე ტური კი ჩატარდება 2019 წლის 30 ნოემბერს ბათუმის N10 საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტოები