ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიაბეტის დღესთან დაკავშირებით მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს
18-11-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ჭარნალის საჯარო სკოლაში სასწავლო კლუბი „ბიო“ აქტიურად მუშაობს.

კლუბმა დიაბეტის დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა, სადაც კლუბის წევრებმა დაავადებაზე, მის ტიპებზე, გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციაზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს კლუბის წევრებმა დიაბეტზე საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას დაურიგეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203