
ონის მუნიციპალიტეტის გლოლის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის და თანასწორობის თემაზე გაკვეთილი ჩატარდა.
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. მათთვის განსხვავებულ თემაზე ჩატარებული გაკვეთილი შემეცნებითი იყო.
„16 ნოემბერი მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. ჩვენს სკოლაშიც აღნიშნეს ეს დღე. ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი, მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია ტოლერანტობის და თანასწორობის მნიშვნელობაზე, საზოგადოების განვითარებაზე, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზე. ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული დისკუსიაში“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები