ქორეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი - „ტოლერანტები“ არაერთ სასარგებლო აქტივობას ახორციელებს
18-11-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ქორეთის საჯარო სკოლაში „მომავლის თაობის“ ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო განათლების კლუბი - „ტოლერანტები“ არაერთ აქტივობას ახორციელებს.
კლუბის წევრებმა სკოლის წინ ზებრა გადასასვლელი დახაზეს, მოხატეს სკოლის ეზო, მოაწყვეს დასუფთავების აქციები სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე, ღირსშესანიშნაობებსა და ხალხის თავშეყრის ადგილებზე, კვების ობიექტთან და მაღაზიასთან დადგეს მუყაოს ყუთები.
კლუბის ფარგლებში შეიქმნა ორგანიზაცია - „მეტი თანასწორობა“.
ორგანიზაცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ არაერთ აქტივობასა და პრეზენტაციას გეგმავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს