თელავის N6 საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა
18-11-2019

თელავის N6 საჯარო სკოლაში საშემოდგომო ზეიმი სახელწოდებით - ოქროსფერი შემოდგომაჩატარდა. 

ღონისძიებაში პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

პირველი კლასს დამრიგებელი ლეილა ებიტაშვილი ხელმძღვანელობდა, მეორე კლასს კი დამრიგებელი და მუსიკის მასწავლებელი - ფატი თეთრაშვილი.

მოსწავლეებმა საკლასო ოთახი ფერადი ფოთლებით მორთეს, ღონისძიების დასასრულს კი მასწავლებლებთან ერთად ჩურჩხელები ამოავლეს.

ღონისძიება დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სახალისო იყო, მათ ზეიმის ბოლოს პედაგოგებთან და მანდატურთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203