მაჭატიის საჯარო სკოლაში საწრეო მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს
18-11-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაჭატიის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საგნობრივი წრის მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

მათემატიკის წრეს მასწავლებლები: ანაიტ პარონიანი და აიდა  კაზარიანი ხელმძღვანელობენ. რუსულს - ვარდუი კაზარიანი. ქართულის, როგორც მეორე ენის წრეს - მასწავლებელი ხათუნა ლომიძე, სომხურ ენას - ლუსია უზუნიანი.

„მასწავლებლებმა წლის დასაწყისში შეადგინეს პირველი სემესტრის წრის მუშაობის გეგმა და სემესტრის გამავლობაში ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს.

დიდია ინტერესი წრის მუშაობაში მოსწავლეთა მხრიდან. სახალისო თამაშებით და საინტერესო აქტივობებით, ელ. რესურსების და ისტ-ის გამოყენებით ტარდება წრის მუშაობები“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

გთავაზობთ მათემატიკის წრის (I-VI) მუშაობის ამსახველ ფოტო-მასალას, რომელსაც ანაიტ პარონიანი ხელმძღვანელობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203