ლენტეხის N2 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ამაღლების ტერიტორია დაასუფთავეს
18-11-2019

ლენტეხის N2 საჯარო სკოლის ეკო-კლუბ დეციგიმ და ლენტეხის საკრებულოს თანამშრომლებმა, ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში, ამაღლების ტერიტორია დაასუფთავეს.

„ეკო-კლუბის წევრების გარდა ამ საქმიანობაში ჩართულები იყვნენ სკოლის მასწავლებლები და დირექტორი ციცინო მუსელიანი, ასევე განათლების ,კულტურის განვითარებისა და კულტურული მემკვდრეობის დაცვის სამსახურის უფროსი მედიკო ხვისტანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით პირველი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ქურასბედიანი და საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯომარე ამირან ქურასბედიანი.

ლენტეხის N2 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ლენტეხის საკრებულოს და მის თანამშრომლებს აღნიშნულ პროექტში მხარდაჭერისთვის“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203