გეჯეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „გავაცილეთ შემოდგომა“ ჩატარდა
18-11-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის გეჯეთის საჯარო სკოლაში ზემი -  გავაცილეთ შემოდგომა“ ჩატარდა.

ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ.

ღონისძიების ორგანიზატორმა და მოსწავლეებმა სკოლის ეზო შემოდგომის ფერებით მორთეს, მათ ფერადი ფურცლებით ლამაზი დეკორაციები დაამზადეს და ზეიმი უფრო მეტად გაალამაზეს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემოდგომის ნობათი, მოსწავლეებმა მოადუღეს თათარა და ჩურჩხელები ამოავლეს.

დღე საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეებისთვის.

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203