ახმეტის კულტურის სახლში „ახმეტური ფოლკლორის“ საღამო გაიმართა
18-11-2019
ახმეტის კულტურის სახლში „ახმეტური ფოლკლორის“ საღამო გაიმართა.
ახმეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გამართულ საღამოში ფოლკლორული ანსამბლები - „მუქუეთი“, „ბახტრიონი“ და „ზენაი“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიების მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე გააცოცხლეს ახმეტის ფოლკლორის ისტორია, რასაც დღევანდელი თაობისთვის დიდი მნიშვნელობა და ღირებულება აქვს.