ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ღია ცის ქვეშ ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა ჩემს სოფელში“ ჩაატარეს
18-11-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლაში, ღია ცის ქვეშ, ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა ჩემს სოფელში“ ჩატარდა.

ღონისძიებაში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  

მოსწავლეებმა ღია ცის ქვეშ საშემოდგომო ნობათი გამოფინეს.

„ღონისძიება სახალისო და საინტერესო გამოვიდა. მოსწავლეები ჩურჩხელების ამოვლების პროცესში თანამონაწილეობდნენ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, მოსწავლეები ღონისძიებით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203