ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფილმი ნახეს
18-11-2019

მალხაზ აბაშიძის სახელობის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, მოსწავლეებმა თემატიკასთან დაკავშირებულ ფილმს უყურეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა დისკუსია გამართეს. მათ გამოთქვეს თავიანთი შეხედულება და დამოკიდებულება არატოლერანტული ქცევების გამოვლინებებზე და ტოლერანტული ღირებულებების მნიშვნელობაზე.

„მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ ტოლერანტობა მაღალი ზნეობრივი მოვალეობაა და უნდა შეგვეძლოს „განსხვავებული“ ადამიანის პატივისცემა. დასასრულს კი წარმოადგინეს კედლის გაზეთი „ჩემი თვალით დანახული თანასწორობა“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203