„ვხატავთ ყველა“ - განძის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება მოეწყო
18-11-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, რუსთაველის სახელობის განძის N2 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებლის, ვანიკ თევანიანის, ხელმძღვანელობით საინტერესო ღონისძიება - „ვხატავთ ყველა“ მოეწყო.

ღონისძიებაში ხატვის წრის წევრები და მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ.

მონაწილეებს შოპენის მუსიკის ფონზე უნდა დაეხატათ ნატურმორტი, რომელიც ოთახში იყო მოწყობილი.

ღონისძიებით განსაკუთრებით მასწავლებლებმა იხალისეს.

ღონისძიების ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203