მახალაკიძეების საჯარო სკოლის პედაგოგ ზურაბ მახარაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
18-11-2019
შუახევის მუნიციპალიტეტის ფრიდონ მახარაძის სახელობის მახალაკიძეების საჯარო სკოლის პედაგოგმა, ზურაბ მახარაძემ, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
„მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენმა დამსახურებულმა პედაგოგმა ზურაბ მახარაძემ მოიპოვა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. მთელი კოლექტივი ვულოცავთ მას ამ წარმატებას და კიდევ მეტ წინსვლას ვუსურვებთ. ის არის მოწოდებით პედაგოგი, ყველას გვერდში გვიდგას და სკოლის წარმატებისთვის ზრუნავს, გვერდში უდგას დირექციას“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს