ახალციხის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის თემაზე სემინარი ჩატარდა
15-11-2019
კასპის მუნიციპალიტეტის ახალციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, დალი გეჯაძემ, თემაზე: ტოლერანტობა სემინარი ჩაატარა.
სემინარი აქციის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში ჩატარდა.
„ბავშვებს თემატიკასთან დაკავშირებით „უნისეფის“ მიერ გადაღებული მოკლე საინფორმაციო ფილმი აჩვენეს. ბავშვებმა სემინარის ბოლოს ისაუბრეს საკითხზე, გამოთქვეს თავიანთი შეხედულება და დამოკიდებულება. მათ დაევალათ სურვილისამებრ მათთვის ყველაზე პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით ესე დაწერონ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს