მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ატენის ხეობა დალაშქრეს
15-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ატენის ხეობაში ლაშქრობაზე იმყოფებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ლაშქრობის მოწყობის იდეას სიხარულით შეხვდნენ და საბოლოოდ, კმაყოფილები დარჩნენ. მათ ხეობა დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

ატენის ხეობის ტერიტორია გორიდან 10 კმ-ის დაშორებით იწყება.ატენის ტერიტორიაზე მთავრდება შიდა ქართლის ვაკე და მისი ზეგანი იწყება. ხეობა უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, რასაც ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები მოწმობს. ბუნებრივი მრავალფეროვნების გარდა, ატენის ხეობა ტურისტული სანახაობებითაც გამოირჩევა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203