წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში „თანასწორუფლებიანობის კვირეული“ დასრულდა
15-11-2019
15 ნოემბერს, ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი „თანასწორუფლებიანობის კვირეული“ დასრულდა.
კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც VII-VIII-IX-X კლასის მოსწავლეებმა თავიანთი ესეები წაიკითხეს.
IXბ კლასის მოსწავლემ, ქრისტინე უგრეხელიძემ, კვირეულის შემაჯამებელი ვიდეორგოლი მოამზადა.
„შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი ფაქიზო ფანჩულიძე და დირექტორის მოადგილე ქალბატონი დალი სილაგაძე. მათ კვირეულში ჩართულ მოსწავლეებს გადასცეს წამახალისებელი სიგელები. კლუბის მეურვეს ფიქრია გიორხელიძეს, ასევე ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებებს, თეა ბობოხიძესა და თამილა თუთბერიძეს, მადლობა გადაუხადეს საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეულის ორგანიზებისათვის“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
იხილეთ ფოტოები და ქრისტინე უგრეხელიძის მიერ მომზადებული ვიდეო
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს