
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის საჯარო სკოლის მასწავლებლების - ელისო მერმანიშვილის, ნინო ჭიღლაძის, ანნა ჭუმბურიძის, მარიკა ჭიღლაძის და დირექციის ინიციატივით სკოლის ეზოში და მიმდებარე ეკოსკვერში ასფალტირებული ტერიტორია მოიხატა.
„შესრულებული სამუშაო ემსახურებოდა არამარტო სპორტული, არამედ შემეცნებითი აქტივობების უნარების განვითარებას. მრავალმხრივი მათემატიკური თამაშები, ინგლისურენოვანი რებუსები მოსწავლეებს აქტივობების დროს ეხმარება შემოქმედებითი უნარების გააქტიურებაში. მომავალშიც ჩვენს მოსწავლეეთან ერთად, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ვგეგმავთ გავაფართოვოთ მოქმედების არეალი“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები