მიქავას თემის N1 საჯარო სკოლა „ახალგაზრდულ ფესტივალში“ მონაწილეობდა
15-11-2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის „ახალგაზრდა მოხალისეთა საინიციატივო ჯგუფის“  ინიციატივით „ახალგაზრდული ფესტივალი“ გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები  მათ შორის, მიქავას თემის N1 საჯარო სკოლა, რომელიც აქტიურად ჩაერთო ამ ღონისძიებაში და ხელმძღვანელებისგან განსაკუთრებული ყურადღება და საჩუქრებიც დაიმსახურა.

„ეს ჩვენი შემოქმედი მოსწავლეებისა, აქტიური დირექტორისა გურანდა საჯაიას და ხელოვანი ზინა ფიფიას დამსახურება იყო....

ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა. მადლობა ამ ღონისძიების ორგანიზატორებს“, - ნათქვამია თემის N1 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203