დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის დღე სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს
15-11-2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის დღე საზეიმოდ აღნიშნეს.

მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ.

მათ საკუთარი ხელით დაამზადეს ნივთები, კლასი ფერადი ქაღალდებისგან შექმნილი დეტალებით მორთეს, წარმოადგინეს ნაქარგები და ნაქსოვები, ასევე დაამზადეს სამკაულები.

მოსწავლეებმა გაკვეთილზე მუსიკალური ინსტრუმენტიც გამოიყენეს.

ღონისძიების მონაწილეებისთვის დღე სახალისო აქტივობებით დატვირთული იყო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203