
თბილისის N89 საჯარო სკოლის მოსწავლეები გუნდურ ინტელექტუალურ თამაშ - „ტვინების ბრძოლაში“ მონაწილეობდნენ.
ინტელექტუალურ თამაშში XIბ კლასის მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიეს და თბილისის მასშტაბით პირველ ადგილზე გავიდნენ, ქვეყნის მასშტაბით კი - მესამეზე.
ინტელექტუალური გუნდის კაპიტანი გელა ჯიბაშვილი იყო, გუნდის წევრები კი ვახო ასანიძე, ნიკოლოზ კორახაშვილი, ნათია გულაშვილი და ნანუკა თედიაშვილი.
სკოლა ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას.