ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის მერისის საჯარო სკოლასთან მინი-სპორტული მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა.
სპორტული მოედნის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაიშიძე, ქედის მუნიციპალიტეტის პირველი პირები და ქედის რესურსცენტრის წარმომადგენლები.
მინი-სპორტული მოედნის გახსნის დღეს გაიმართა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, რომელშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები