აწყვიტის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს გაკვეთილები მიეძღვნა
15-11-2019

ასპინძის მუნიციპალიტეტის აწყვიტის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის დღეს გაკვეთილები მიეძღვნა. გაკვეთილები სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ზეინაბ ივანიძემ IX-X კლასებში ჩაატარა.   

„ჩატარებული გაკვეთილები მიზნად  ისახავდა: მოსწავლეებს გაეაზრებინათ ტოლერანტობისა და თანასწორობის  არსი;  ადამიანის უფლებების მნიშვნელობა; გაიგებენ , რომ ადამიანთა უფლებები და დემოკრატია ურთიერთდაკავშირებული და ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია; მიუსადაგებენ ტერმინებს დეტალურ შინაარს, როგორებიცაა: დისკრიმინაცია, ტოლერანტობა.

მოსწავლეები შეძლებენ ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, ანუ რეალურ ცხოვრებაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლენას და ამ უფლებების დაცვას. ჩამოუყალიბდებათ უარყოფითი დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა დარღვევის მიმართ. გააცნობიერებენ, რომ არ შეიძლება ამ დარღვევების მიმართ იყვნენ გულგრილნი“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

გაკვეთილზე პედაგოგმა ვიდეოფილმები გამოიყენა, რამაც ხელი შეუწყო საგაკვეთილო დისკუსიას.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულმა აქტივობამ მოსწავლეებს გამოუმუშავა დისკუსიაში მონაწილეობის უნარ-ჩვევები. ისინი პატივისცეით ეკიდებოდნენ თანაკლასების მიერ გამოთქმულ აზრს. საუბრისას მოსწავლეები მსჯელობდნენ სათანადო  არგუმენტებისა და მაგალითების გამოყენებით.

მასწავლებელმა გაკვეთილი შეაჯამა და მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ 16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა და მათთვის ყოველი დღე ურთიერთპატივისცემის და  თანასწორობის დღე უნდა იყოს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203