
თერჯოლის მუნიციპალიტეტის კვახჭირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე წარმატება მოიპოვეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა თერჯოლის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა.
გეზრბენში კვახჭირის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა 1-ელი ადგილი დაიკავა. ასევე ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიდა ფეხბურთში, სადაც მე-3 ადგილი ამავე სკოლის მოსწავლეებს ერგოთ.
სკოლა სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებს ულოცავს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები