
საჩხერის მუნიციპალიტეტის ქორეთის საჯარო სკოლაში 28-ოქტომბრიდან 14-ნოემბრამდე მიმდინარეობდა 3/3 ზე კალათბურთის ჩემპიონატი გოგონათა შორის და ვაჟებს შორის.
მოსწავლეები სპორტულ აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ.
სპორტული ღონისძიების ფინალი 14 ნოემბერს გაიმართა, სადაც პირველი და მეორე ადგილის მფლობელი გუნდები გამოვლინდა.
გამარჯვებულები თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტო