
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გოგნის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მინი-ფეხბურთის მუნიციპალურ ტურში წარმატება მოიპოვა.
ფინალურ მატჩში გოგნის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდს მეტოქეობა თუზის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა გაუწია.
გამარჯვებული გუნდი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ დააჯილდოვა და რეგიონალურ ასპარეზობაზე წარმატებები უსურვა.
სკოლა ულოცავს სპორტის მასწავლებელს - შიო ისაკაძეს დიდ გამარჯვებას.
„12 ნოემბერი მართლაც განსაკუთრებული დღე იყო გოგნის საჯარო სკოლისათვის. 12 ნოემბერს გაიმართა ფინალური მატჩი სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020-ის მუნიციპალური ტური მინი ფეხბურთში.
ფინალურ მატჩში გოგნის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდის მეტოქე თუზის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი იყო.
შეხვედრა გოგნის სკოლის გუნდის უპირატესობით წარიმართა და შედეგიც საუკეთესო მივიღეთ - 4:0.
გამარჯვებული გუნდი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ დააჯილდოვა და რეგიონალურ ასპარეზობაზე წარმატებები უსურვა“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
ოლიმპიადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. მუნიციპალური თამაშების ჩემპიონები საქართველოს პირველობისთვის ბრძოლას რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებენ.
იხილეთ ფოტოები