ძენწმანის საჯარო სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა ინკლუზიური განათლების ტრენინგ-კურსი წარმატებით გაიარა
15-11-2019
ქედის მუნიციპალიტეტის, ძენწმანის საჯარო სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა, სოფიო ლომინაძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი - ინკლუზიური განათლება წარმატებით გაიარა.
ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური განათლება, ასევე, გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების (სსსმ) ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.
სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპეციალური პედაგოგი, რომელიც ფლობს სწავლების მიდგომების, მეთოდოლოგიისა და სტრატეგიების საჭირო კომპეტენციას, რაც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის და, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართულობას და თანამონაწილეობას საგანმანათლებლო სივრცეში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს