
ქედის მუნიციპალიტეტის მეძიბნის საჯარო სკოლის 4 პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს.
„2018-2019 სასწავლო წლის სექტემბრის თვეში გეოგრაფიის მასწავლებელმა უშანგი დუმბაძემ აიმაღლა სტატუსი და გახდა „უფროსი“ მასწავლებელი.
2018-2019 სასწავლო წლის იანვრის თვეში ბიოლოგიის მასწავლებელმა მადონა დავითაძემ აიმაღლა სტატუსი და გახდა „უფროსი“ მასწავლებელი.
2019-2020 სასწავლო წლის სექტემბრის თვეში მათემატიკის მასწავლებლებმა სერგო დუმბაძემ და როლანდ დუმბაძემ აიმაღლეს სტატუსი და გახდნენ „უფროსი“ მასწავლებლები.
10 მასწავლებელი 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასაწყისში აიმაღლებენ სტატუსს და გახდებიან „უფროსი“ მასწავლებლები“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ მეძიბნის საჯარო სკოლა არის საბაზო საფეხურის და მასში სულ 12 მასწავლებელი მუშაობს.
იხილეთ ფოტოები