რუსთავის კერძო სკოლა „საუნჯეში“ ქიმიის სახალისო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა. ღია გაკვეთილის თემა იყო „ნივთიერებების კლასიფიკაცია, მარტივი და რთული ნივთიერებები“.
გაკვეთილს პედაგოგი ნინო კაპანაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ. მათთვის საინტერესო და სახალისო იყო სხვადასხვა ცდებში მონაწილეობა.
გაკვეთილს სხვა პედაგოგებიც ესწრებოდნენ.
სკოლის დირექციამ საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილის გამო ქიმიის პედაგოგს მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ფოტოები