ორცვის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
15-11-2019

ქედის მუნიციპალიტეტის ორცვის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი გეოგრაფიის პედაგოგი ასიე გოგუაძე იყო.

ორცვის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო.

მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს გამოემშვიდობა.

„განსაკუთრებული ყურადღებითა და პატივისცემით იქნა გაცილებული ღვაწლმოსილი პედაგოგი დავით ნაკაშიძე. ასევე იმ პედაგოგებს, რომლებმაც აიმაღლეს სტატუსი და იმათ, ვინც გეგმავს სტატუსის ამაღლებას, სკოლის დირექტორმა მიულოცა შედეგები და უსურვა ახალი წარმატებები“,-განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203