
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის ადმინისტრაციამ პედაგოგებს რთული და პასუხისმგებელი სამუშაოს პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
ღვაწლმოსილ და წარჩინებულ პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთობლივად ისაუბრეს სკოლის პრობლემებზე და მიღწევებზე. ასევე სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელი პროექტები დაგეგმეს.
იხილეთ ფოტოები