ახოს საჯარო სკოლაში კონკურსი- „ჯვაროსნული ომები“ ჩატარდა
15-11-2019

ქედის მუნიციპალიტეტის ახოს საჯარო სკოლაში კონკურსი - ჯვაროსნული ომები“ ჩატარდა.

ღონისძიება ისტორიის მასწავლებლის, მაყვალა ლემსაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

კონკურსის მიზანი იყო ისტორიის მცოდნე საუკეთესო მოსწავლეების გამოვლენა.

ისტორიის თემაზე გამართულ კონკურსში მოსწავლეები აქტიურად და დიდი მონდომებით ჩაერთვენ. მოსწავლეები ჯგუფებად მუშაობდნენ. მათთვის კონკურსში მონაწილეობა შემეცნებითი და სახალისო იყო.

ღონისძიების დასასრულს კონკურსმა გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203