
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლე მარი აბაშიძე თემაზე - „ადგილობრივი დემოკრატია - ნდობის მშენებლობა“ ესეების კონკურსში მონაწილეობდა.
კონკურსი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულის ფარგლებში გამოცხადდა.
კონკურსის მიზანი იყო ადგილობრივი ხელისუფლების შესახებ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება.
მარი აბაშიძე მიწვეული იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით ორგანიზებულ დასკვნით ღონისძიებაზე, სადაც საკონკურსო ესე წარადგინა. ესე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მზია სურმანიძის დახმარებით მოამზადა.
იხილეთ ფოტოები