თბილისის N72 სკოლის წარმატება ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში - მოსწავლეს დიპლომი და ფულადი საჩუქარი გადაეცა, სკოლას კი - სიგელები
15-11-2019

თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლე ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის სიგელით და ფულადი საჩუქრით დაჯილდოვდა, სკოლას კი ორი სიგელი გადაეცა.

მიმდინარე წლის 5 ნოემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  2018-2019 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები და შედეგებით წარმატებული სკოლები დაჯილდოვდნენ...

„რა სასიამოვნოა, რომ N72 სკოლა დასახელდა 3-ჯერ! დიპლომი, ფულადი საჩუქარი - მეგი შენგელიას და 2 სიგელი - სკოლას!... ვამაყობთ, გვიხარია და ვიზრუნებთ უკეთეს შედეგებზე“,-ნათქვამია თბილისის N72 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203