ბათუმის N23 საჯარო სკოლის მოსწავლემ ოთარ დუმბაძემ რუმინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში წარმატებით იასპარეზა
15-11-2019

ბათუმის N23 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ოთარ დუმბაძემ რუმინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში წარმატებით იასპარეზა.

ოთარ დუმბაძემ მე-4 საპატიო ადგილი მოიპოვა, რის გამოც ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა შავაძემ მოსწავლეს მადლობა გადაუხადა.

სპორტსმენები საჯარო სკოლაში ოთარ დუმაძის თანაკლასელებს შეხვდნენ, ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობასა და მკლავჭიდის ფედერაციის წარმატებებზე.

ოთარ დუმბაძეს გამარჯვება გულთბილად მიულოცეს თანაკლასელებმა, კლასის ხელმძღვანელმა, სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203