გურჯაანის მუნიციპალიტეტის არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფრენბურთის რაიონულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავეს.
ფრენბურთელ ვაჟებს პედაგოგები ანზორ მოსულიშვილი და ზაზა კვეზერელი ხელმძღვანელობდნენ.
„დირექცია ულოცავს ფრენბურთელ ვაჟთა გუნდს რაიონულ ჩემპიონატში პირველი ადგილის დაკავებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.