ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად დისციპლინის დაფა შექმნა
15-11-2019
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის IV2 კლასის პედაგოგმა რუსუდან ანთიძემ, მოსწავლეებთან ერთად დისციპლინის დაფა შექმნა.

საკლასო წესებს შორის არის - დავეხმაროთ ერთმანეთს, ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, პატივი ვცეთ ერთმანეთს, სკოლაში მოვდივართ დროულად, სხვისი ნივთები ნებართვით ავიღოთ დავიცვათ სისუფთავე. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები მონდომებით ცდილობდნენ რომ დღის ბოლოს მათი სახელი და გვარი მწვანე კონვერტში მოხვედრილიყო.

„დისციპლინის დაფა, საკუთარი ქცევის შეფასება, ქცევის თვითკორექცია, ამაღლებული  მოტივაცია, იმისთვის, რომ დღის ბოლოს მათი სახელი და გვარი მწვანე კონვერტში მოხვედრილიყო“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203