ჩაოს საჯარო სკოლაში თემაზე - „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა
15-11-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლაში IX კლასში თემაზე - „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ სამოქალაქო განათლებაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი   ჩატარდა.

სასწავლო პროცესს მასწავლებელი იოსებ აბულაძე ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გამორეული. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ფილმი ბავშვთა ძალადობაზე, რომლის  ნახვის შემდეგ გამართეს დისკუსია. 

შიდა საგაკვეთილო დაკვირვება კრედიტქულებით შესაფასებელი ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა, რომელიც გაკვეთილის შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკაზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203