ბერშუეთის საჯარო სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა დამსახურებული მასწავლებელი გულნაზი ჯაფარიძე ღონისძიებით გააცილა
15-11-2019

გორის მუნიციპალიტეტის ბერშუეთის საჯარო სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა, დამსახურებული პედაგოგი გულნაზი ჯაფარიძე საზეიმო ვითარებაში გააცილეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა განსაკუთრებული სიყვარული გამოხატეს პედაგოგის მიმართ და მისი შრომა აღნიშნეს.

სკოლა გულნაზი ჯაფარიძეს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღეს. საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203