ბათუმის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება ჩაატარეს
15-11-2019

აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის N11 საჯარო სკოლაში საშემოდგომო ზეიმი გაიმართა.

დაწყებითი კლასის მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად და მონდომებით ჩაერთვნენ.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე შეასრულეს ქართული ცეკვები, წაიკითხეს ლექსები, ასევე იმღერეს და დადგეს სპექტაკლები.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა საკლასო ოთახში საშემოდგომო ხილი გამოფინეს. ასევე მოადუღეს თათარა და ზეიმის მონაწილეებმა მასწავლებელთან ერთად  ჩურჩხელები ამოავლეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203