აჭარისაღმართის საჯარო სკოლაში ეკოლოგიური კვირეული გაიმართა
15-11-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, აჭარისაღმართის საჯარო სკოლის ნორჩმა რეინჯერებმა შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეს ეკოლოგიური კვირეული მიუძღვნეს.
კვირეულის ყოველი დღე საინტერესო იყო.
„მოვაწესრიგეთ სკოლის შემოგარენი, ოთახის მცენარეები მოვამზადეთ საზამთროდ, მოვახდინეთ მათი პასპორტიზაცია“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ყველაზე შთამბეჭდავი მთავარანგელოზის მთაზე ლაშქრობა იყო, რომელიც მაჭახელას ეროვნული პარკის თანამშმრომლების ხელმძღვანელობით მოეწყო.