მეჩხეთურის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიებაზე ღვაწლმოსილი პედაგოგი სკოლიდან გააცილეს
15-11-2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მეჩხეთურის საჯარო სკოლაში ღონისძიება - ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა.

ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. მათ საკლასო ოთახი ფერადი ბურთებით და ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილი ლამაზი დეტალებით მორთეს.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და მასწავლებლებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს.

ამავე ღონისძიებაზე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გააცილეს ღვაწლმოსილი პედაგოგი- ნელი ჩინჩალაძე. ღონისძიების მონაწილეებმა დამსახურებული პედაგოგი სამახსოვრო საჩუქრით გააცილეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203