„ციფრული მოქალაქე“ - ოფშკვითის საჯარო სკოლის პედაგოგმა პროექტი განახორციელა
15-11-2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ოფშკვითის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა, ქრისტინე ხაჭაპურიძემ, პროექტი - „ციფრული მოქალაქე“ განახორციელა.
პროექტში მე–9 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
მოსწავლეები ადამიანთა ცხოვრებაში ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების დადებით თუ უარყოფით ზეგავლენას გაეცნენ და კიბერცნობიერების ტერმინოლოგიის ლექსიკონი განიხილეს.